20, აგვისტო 2021 21:12:00
ეს, ნატალია კეჭეხმაძეა. ზედა წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი და ბათუმის მეოთხე სკოლის პედაგოგი. თუ კი, სოციალურ ქსელში მის პროფილს გადავხედავთ, კეჭეხმაძის პოლიტიკურ გემოვნებასაც მარტვად მივხვდებით. აგიტაციას, მუდმივად, „ქართულ ოცნება“-ს უწევს.
ეს, მისი სურვულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა კეჭეხმაძე, საკუთარი პოლიტიკური გემოვნების გაზიარებას სხვებსაც ავალდებულებს. “TV25”-ს წყარომ, იმ ესემს მიმოწერის ფოტო გამოუგზავნა, სადაც დირექტორი პედაგოგებს, საერთო ჩათში „ქართული ოცნების“ მერების წარდგენის ფეისბუქ ლაივს აწვდის და ეუბნება, რომ კანდიდატს კომენტარის სახით, წარმატებები უსურვონ.
წყარო ანონიმურად, „TV25”-ს უყვება, რომ დირექტორი პედაგოგებს მსგავს დავალებებს მუდმივად აძლევს. პასუხების მოსასმენად კითხვების ადრესატს დავუკავშირდით. ფაქტების მიუხედავად ნატალია კეჭეხმაძე, გვიმტკიცებდა, რომ მსგავსი ქმედებას ადგილი არასდროს ჰქონია და ყურმილი დაგვიკიდა.
პედაგოგმა ჩვენთან საუბრი და ფაქტის ახსნა არ მოინდომა. წინა საარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედება, აკრძალულია. რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის, აგიტაციის გაწევა, სამუშაო საათებში, როგორც საჯარო მოხელეს ასევე პედაგოგებსაც ეკრძალებათ. მართალი ახლა აგვისტოა და სკოლებში საზაფხულო არდადეგები მიმდინარეობს, თუმცა, დირექტორს მაინც არ აქვს უფლება, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს აგიტაციაში ჩაბმისკენ მოუწოდოს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავს ფაქტებს, იმ გარემოებას უკავშირებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ ხმები არ ჰყოფნის და ადმინისტაციულ რესურსს იყენებს.
საჯარო მოხელის მხრიდან პარტიულ საქმიანობაში, რომელიმე სუბიექტის მიმართ მხარდაჭერის მოწოდება აგიტაციიის ნაწილია. გმოდინარე იქედან, რომ პედაგოგიც საჯარო მოხელეა, შესაბამისად, წინა საარჩევნო პერიოდში, მსგავსი მოწოდებები, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, რაც დასჯადია.