19, აგვისტო 2021 21:36:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი დააკავეს. მერაბ ღოღობერიძე, დღეს, დილით სახლიდან გამოსვლისას, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ღოღობერიძე ამჟამად ბათუმის ფინანსური პოლიციის შენობაში იმყოფება. ზაზა პაპიძის თქმით, გამომძიებელი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვის უფლებას ერთი საათის განმავლობაში არ აძლევდა. ზაზა პაპიძის თქმით, გამომძიება ღოღობერიძეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გაწევას ედავება.