18, აგვისტო 2021 21:10:00
პოლიციამ სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, მისწერა თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი. დაზარალებულმა ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან და აღნიშნული თანხა ეჭვმიტანილს გადაურიცხა. გამოძიება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.