18, აგვისტო 2021 18:39:00
მთელი ისტორიის მანძილზე მსოფლიო კულინარიამ ათიათასობით კერძი შექმნა.
პრიმიტიულმა სამზარეულომ, ისეთმა, როგორიც პირველყოფილ ადამიანებს ჰქონდათ, გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ გრძელი და რთული გზა, სანამ საბოლოოდ არ გადაიქცა ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად.
ადამიანის განვითარების ისტორიას ძირძველი დროიდან დღევანდელ დღემდე უნახავს როგორც არნახული აღმაფრენა სამზარეულო ხელოვნებაში, ასევე მისი მძაფრი დაცემაც: კერძს ხან აღმერთებდნენ და თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიამოვნებად, ხანაც თითქოს აბუჩად იგდებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროდუქტებზე და კერძებზე საუბარიც კი “უღირსობაა ჭეშმარიტი ჯენტლმენისთვის”.
კერძებზე იმდენი წიგნი დაიწერა, რომ მათ გადაკითხვას ადამიანის სიცოცხლეც კი არ ეყოფა.