18, აგვისტო 2021 13:02:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჩოხატაურში, 3 კილოგრამი თუთუნისა და 847 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.