18, აგვისტო 2021 12:37:00
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს, დღის მეორე ნახევარზე წარუდგენენ. ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია. ოლიმპიური ჩემპიონი არ უარყოფს, რომ ჩხუბისა და მკვლელობის ეპიზოდში მონაწილეობდა. ის 27 წლის ბიჭის მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის.
ზვიადაური ამტკიცებს, რომ ნიკა კენჭოშვილი განუწყვეტლივ ისროდა და ის იძულებული გახდა, იარაღი აეღო და გაესროლა.
"ქართული ოცნების" მერვე მოწვევის დეპუტატი, ირწმუნება, რომ მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლეს მის ძმას, ზვიად ზვიადაურს. რაც შეეხება მუხიანის ტყეში ასვლის მოტივს ზურაბ ზვიადაური აღნიშნავს, რომ მისი მიზანი იყო ძმა განსაცდელისგან დაეხსნა.
ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს.