16, აგვისტო 2021 22:15:00
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელ სახლში 2 ათას 160 კოლოფ უაქციზო სიგარეტს გასაღების მიზნით ინახავდა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 ათას ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.