14, აგვისტო 2021 12:00:00
შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. აჭარაში, ბოლო დღეებში, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. მაკონტროლებელმა 10-მდე ობიექტი დალუქა.
აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად, კრიმინალური და საპატრულო პოლიციაცაა ჩართული.
შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს.