13, აგვისტო 2021 21:00:00
შვილიშვილმა მოხუც ბებიაზე იძალადა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ძალადობაში ბრალდებული 30 წლის ბიჭი უკვე დააკავეს.
82 წლის ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი სრულიად უმიზეზოდ სცემს და უყვირის, სარგებლობს მისი საპენსიო ბარათითაც, აღებულ თანხას კი ფლანგავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.