13, აგვისტო 2021 21:45:00
PCR ტესტების გაყალბების გამო, ერთი პირი დააკავეს, ორი კი ამხილეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა მოქალაქეებმა, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს და გასცეს კოვიდ19-ის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული კი სასჯელის სახით, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.