12, აგვისტო 2021 21:20:00
ქობულეთში სასაფლაოები გაქურდეს. ადგილზე მისულ ადამიანებს ახლობლების საფლავები გაძარცვული დახვდათ. წაღებულია ლითონის კონსტრუქციები. შემთხვევა ორი დღის წინ, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სასაფლაოზე მოხდა. ქობულეთის მერიაში სიტყვიერად განმარტეს, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ათეულობით წლებია არათანმიმდევრულად მიმდინარეობს და საკითხის მოსაგვარებლად არა ერთხელ უმუშავიათ. უწყების ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად დღის წესრიგში 2 ვარიანტი აქვთ. რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.