12, აგვისტო 2021 21:28:00
შემზარავი შემთხვევა ქობულეთში. უკრაინის მოქალაქემ შვილი, ცივი იარაღით დაჭრა. ინციდენტი მუნიციპალიტეტის ცენტრში მოხდა. ბრალდებული მამა უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV25-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.