12, აგვისტო 2021 12:25:00
აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 - ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი. შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 - ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში. დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ტურისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დაჯარიმებულებს შორის არის ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე „იალჩინმარკეტი“, სადაც დაილუქა 53 კგ თევზი; „ქართული სახლი” ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დაილუქა 102 კგ ხორცი; შპს შპს “ანტრიკოტი” გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც დაილუქა 50 კგ ახალი ხორცი; ხორცის რეალიზატორი ი.მ. ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც 150 კგ ვადაგასული ხორცი დაილუქა. ასევე, საშაურმე "გემო+".
ჩამონათვალი იხილეთ სრულად