11, აგვისტო 2021 21:15:00
„თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ევროპული საქართველო“ გენდერული კვოტების გაუქმებას ითხოვენ. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში, მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიის ვალდებულება გააპროტესტეს. როგორც განმარტეს, პარტიულ სიაში ყოველი სამიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ამ ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პარტია ვერ დარეგისტრირდება. მათი პოზიციით, შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანების დამოუკიდებელ საქმიანობას, არჩევანის თავისუფლებასა და თანასწორობის უფლებას.