11, აგვისტო 2021 21:20:00
თოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი გაათავისუფლეს. ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებით დაითხოვეს. სამსახურიდან გაშვების მიზეზად განმარტებულია, რომ ჟურნალისტმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. კერძოდ, ის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებას არეგულირებს. აბსანძე კრიტიკული განცხადებებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩეოდა. იგი ჟურნალისტებზე 5-6 ივლისის მასობრივ ჰომოფობიურ ძალადობას და ამ პროცესში მთავრობის როლს აპროტესტებდა.