11, აგვისტო 2021 21:44:00
შრომის ინსპექცია კოვიდ რეგულაციების დაცვის მიმართულებით მონიტორინგს აგრძელებს. ზედამხედველობის შედეგად, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძველზე, ბათუმში, 5 იურიდიული და 3 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. სანქცირებულთა შორის არიან: სარიტუალო დარბაზი „ლიდერი“, „ბაგრატიონი“, რესტორანი „ვოისი“, შპს „არსი“ და „გიო“. თითოეულ დარბაზში ქორწილი იმართებოდა. ამაზე მიზეზით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა დააჯარიმა რესტორანი "ერა", "სამი ძმა", „ძველი ბათუმი" და „კრისტალი“. ამასთან, ხელვაჩაურში, სამართალდამცავებმა სარიტუალო დარბაზი "კახაბერი“ დალუქეს.