11, აგვისტო 2021 21:48:00
ქობულეთში, 60 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი თავს სავალუტო ჯიხურს დაესხა, რა დროსაც ობიექტის მეპატრონეს ჭრილობა მიაყენეს. შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებს არ ახმაურებს.