11, აგვისტო 2021 19:04:00
შრომის ინსპექცია კოვიდ რეგულაციების დაცვის მიმართულებით მონიტორინგს აგრძელებს.
ზედამხედველობის შედეგად, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძველზე 16 ობიექტი დაჯარიმდა.
სანქცირებულთა შორის 7 იურიდიული და 9 ფიზიკური პირია. მაკონტროლებელმა სამუშაო უფლება შეუჩერა და დალუქა 2 ობიექტი.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ბათუმში დაჯარიმდა 5 იურიდიული და 3 ფიზიკური პირი.
1. შპს ლიდერი-(სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
2. შპს გიო- (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
3. შპს ბაგრატიონი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
4. ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
5. რესტორანი "ვოისი" (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
6. ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
7. ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
8. შპს არსი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი)
შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა:
1. რესტორანი "ერა"
2. რესტორანი "სამი ძმა"
3. ფიზიკური პირი
4. რესტორანი "ძველი ბათუმი"
5. რესტორანი „კრისტალი“
6. ხელვაჩაურში, სამართალდამცავების მიერ დაილუქა: შპს "კახაბერი“