10, აგვისტო 2021 22:03:00
შრომის ინსპექციის სამსახურმა აჭარაში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. დღის განმავლობაში, 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმეს.
მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები.
„შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება”, - განმარტავენ უწყებაში.