10, აგვისტო 2021 21:05:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა ედება. ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4 ათას 719 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს, სასჯელის სახით თავისუფლებას 6-დან 8 წლამდე ვადით აღუკვეთავენ.