2021 წლის ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 403%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 74%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ივლისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 26%-ით აღდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
1. თურქეთი - 35 045 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 91,3%
2. რუსეთი - 25 059 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 497,9%
3. უკრაინა - 24 485 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1932,0%
4. სომხეთი - 19 707 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 101,9%
5. ისრაელი - 17 554 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 70116,0%
6. საქართველო (არარეზიდენტი) - 14 962 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 293,3%
7. საუდის არაბეთი - 12 894 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 12035,0%
8. ყაზახეთი - 9 546 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1684,3%
9. ბელარუსი - 9 422 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 993,0%
10. აზერბაიჯანი - 8 397 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 108,7%
11. ინდოეთი - 6 897 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 62600,0%
12. პოლონეთი - 5 713 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 17753,1%
13. უზბეკეთი - 3 430 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 151,3%
14. გერმანია - 2 960 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 3600,0%
15. აშშ - 2 754 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 2034,9%
2021 წლის ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $122.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ივლისის ტურისტული შემოსავლის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.