09, აგვისტო 2021 14:02:00
ხვალიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მოტივი პიდსიტუაციის გაუარესება მოხდა.
"ვითარების ანალიზის საფუძველზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, რომ პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცესა და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, ეს არის გაჩერებები, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა ღიბრაძემ.