09, აგვისტო 2021 10:16:00
ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით ორი მოზარდი კლინიკაში მოათავსეს. 12 და 13 წლის ბავშვები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდებს 20%-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული, რაც საკმაოდ მძიმეა. ისინი შესაბამის მკურნალობის კურსს გადიან.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია.