06, აგვისტო 2021 21:20:00
ივლისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 14 აჭარაში დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოვლენილი შემთხვევებიდან, 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში, უკანონოდ 500-ს კუბურ მეტრამდე ხე-ტყე მოიპოვეს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი. ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქროც. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.