06, აგვისტო 2021 21:35:00
პოლიციამ, ბათუმში, 2 პირი დააკავა. შემთხვევა გუშინ, ბულვარში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებმა უკანონოდ გამოიყენეს, ადმინისტრაციის კუთვნილი დენის წყარო, მიიღეს გაფრთხილებაც, თუმცა არ გაითვალისწინეს. ხელახალი შენიშვნის შემდეგ კი მუსიკოსები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.