28, ივლისი 2021 09:00:00
ფენქეიქების მოსამზადებლად სულ 10 წუთია საჭირო, ცომის გასაკეთებლად კი 30 წუთიც გეყოფათ. ამ რეცეპტით 4 ადამიანის დანაყრებას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
ფქვილი - 135 გ
გამაფხვიერებელი - 1 სკ
მარილი - 1/2 სკ (ან გემოვნებით)
შაქარი - 2 სკ
რძე - 130 მლ
კვერცხი - 2 ც
კარაქი - 2 სკ (გამდნარი)
მომზადების წესი:
თასში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ცალკე თასში აურიეთ რძე, კვერცხი და გამდნარი კარაქი. ფხვიერ მასაში ჩააგდეთ კარაქი და ჩანგლით დაჭყლიტეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ გადაურევთ. შემდეგ ამ მასას თხევადი მასაც გადაურიეთ და კარგად, კოვზით შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. გააცხელეთ ტაფა საშუალო ზომის გაზზე, წაუსვით კარაქი და დაიწყეთ ფენქეიქების გამოცხობა. დაასხით ცხელ ტაფაზე თქვენი მიღებული მასა და მალევე გადმოატრიალეთ.
სანამ ცხელია, დაადეთ პატარა კარაქის ნაჭერი და თაფლი. გემრიელად მიირთვით!
წყარო: gemrielia.ge