26, ივლისი 2021 17:46:00
ბათუმში, საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე, აჭარის საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს საპრივატიზაციო ობიექტებზე ბიზნესის დაწყების რეგულაციები და რეგიონის ეკონომიკის ძირითადი პარამეტრები . ღონისძიებას ორი ქვეყნის ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომამდგენელი დაესწრო.