26, ივლისი 2021  17:43:00
                    
                    
                    
                      
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორმა, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ,  სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები გასცა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.