26, ივლისი 2021 12:26:00
ხელისუფლებასთნ ერთად, უკვე საპატრიარქოსაც აქვს სურვილი, კრიტიკულ მედიას კარი დაუხუროს. გავრცელდა განცხადება, რომლითაც ცალკეულ სასულიერო პირებს, თუ ტაძრების წინამძღვრებს მიუთითებს, რომ აქვთ უფლება, არასასრურველ ჟურნალისტებს, კონკრეტული მედიასაშუალებისთვის წინასაწრი მიმართვის საფუძველზე უარი განუცხადონ კომუნიკაციაზე და ამისთვის პოლიციაც დაიხმარონ. საპატრიაქრო ამბობს, რომ რიგი ტელეკომპანიების ჟურნალისტები მათ დაბრკოლებებს უქმნიან, ისმის მუქარა და ანგარიშსწორებისკენ მოწოდება სასულიერო პირების მისამართით. რომ, ჟურნალისტები გამოვირჩევით სიძულვილის ენით, ვეწევით პროვოკაციას და მაყურებელს კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალას ვთავაზობთ. რატომ შეიცვალა სასულიერო პირების დამოკიდებულება მედიის მიმართ და რამდენად სამართლიანია საუბარი კონტექსტიდან ამოგლეჯაზე, როცა თანამედროვე მედია, თუნდაც ბეჭდური, დღეს ყველაფერს პირდაპირ რეჟიმში გადასცემს. დღეს არაერთი ორგანიზაცია საუბრობს, რომ სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო. ისინი მოუწოდებენ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება.