19, ივლისი 2021 18:16:00
„მედია შეტევის ქვეშაა“, – ამ გზავნილით დახვდნენ მედიის წარმომადგენლები, გუშინ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპელ დიპლომატებს. ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მდუმარე აქციით შეხვდნენ. ამ პერფორმანსით მედიაკორპუსმა ევროპელ დიპლომატებს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობეს.