16, ივლისი 2021  17:30:00
                    
                    
                    
                      
ხვალ, 17 ივლისს, მედია წარმომადგენლები, დედაქალაქში, მასშტაბურ აქციას აანონსებენ.  მედიის უწყვეტი პროტესტის მიზანი ხელისუფლებას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა,  ქუჩაში მთავრობის ცვლილების მოთხოვნით ჟურნალისტები გამოვიდნენ. აცხადებენ, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და პროფესიულო მოვალეობის შესრულებისას ოპერატორის გარდაცვალება, ცხადყოფს, რომ  ამ ხელისუფლების პირობებში, მათი უსაფრთხოება დაცული არ არის.   მედიაკორპუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 53 რეპორტიორზე ძალადობის ორგანიზატორების დასჯაა.