16, ივლისი 2021 17:15:00
იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც გამოსახლების გამო თვითმკვლელობა სცადა, სტაბილურია. როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, იგი რეანიმაციაში იყო მოთავსებული, რამდენიმე საათის წინ კი, პალატაში გადაიყვანეს. შემზარავი ფაქტი, გუშინ, ფრიდონ ხალვაშის 223 ნომერში მოხდა. ჯაყელმა, დანით თვითდაზიანება იმ მიზეზით მიიყენა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი განახორციელეს. ჯაყელები საკუთარი ნებით საცხოვრებელს არ ტოვებდნენ. პროტესტის ნიშნად, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თვითმკვლელობა ჯერ ბენზინით, შემდეგ კი, დანის გამოყენებით სცადა.