15, ივლისი 2021 18:04:00
მოქალაქემ, რომელსაც გამოსახლება ემუქრება თვითმკვლელობა სცადა. შემზარავი ფაქტი, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის 223 ნომერში. მურად ჯაყელმა, დანით თვითდაზიანება იმ მიზეზით მიიყენა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. მოქალაქეები საკუთარი ნებით სახლს არ ტოვებდნენ. პროტესტის ნიშნად, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თვითმკვლელობა ჯერ ბენზინით, შემდეგ კი, დანის გამოყენებით სცადა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვა, პასუხისმგებელი ორგანოების პოზიციებს, დეტალურად დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გიამბობთ.