15, ივლისი 2021 14:23:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახრის მონაცემებით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.9 ლარით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და 214.5 ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციას უკავშირდება. ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 9.9% იყო.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა ივნისში 190 ლარი შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7.9 ლარითაა გაზრდილი.