13, ივლისი 2021 11:40:00
მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვით გამოსვლამდე პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ თან ჰქონდათ ფურცლები წარწერებით - "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი", "დაისაჯონ დამნაშავეები", ასევე, ლექსო ლაშქარავას ფოტოები.
"თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში და მოძალადე პრემიერი.
5 ივლისის აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. ამის გამო რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ის ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს.