07, ივლისი 2021  11:19:00
                    
                    
                    
                      
 ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650  კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით. 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3,17%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3,7%.
ვაქცინციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარებულია 277 872 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთჯერადად, ისე ორივე დოზით აცრილ მოქალაქეებს.