24, იანვარი 2017 11:22:00
მიმდინარე წელს აჭარის მუნიციპალიტეტებში სარეალიზაციო ცენტრები უნდა შეიქმნას. ფერმერებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მოკლედ გეტყვით როგორი იქნება ცენტრების მუშაობის სქემა : თუკი თქვენ ხართ ფერმერი და გაქვთ ესა თუ ის პროდუქტი, ატყობინებთ ცენტრს, თქვენ გაკითხავთ სოფელში მანქანა და მიაქვთ პროდუქცია მომსახურების ცენტრში. აქ თქვენი თანდასწრებით ხდება პროდუქციის გადარჩევა, აწონვა, დაფასოება, შეფუთვა, რის შემდეგაც პროდუქცია იგზავნება უკვე ბათუმში, ლოჯისტიკურ ცენტრში, ვინაიდან მთავარი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ ბათუმია. რამდენად მწვავედ დგას რეგიონში პროდუქციის რეალიზაციის პრობ;ემა და როდის ამოქმედდება დაანონსებული სარეალიზაციო ცენტრები მუნიციპალიტეტებში ? – „მაცნე“ აღნიშნულის გარკვევას შეეცადა.