24, ივლისი 2017 20:02:00
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დღეს ყატარის პრინცესას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სპორტულ ღონისძიებებზე გაამახვილეს, რომელთა განხორციელებასაც ყატარის პრინცესა საქართველოში, კერძოდ, აჭარაში გეგმავს. დღესვე შეიხა ბინთ ჰამად ალთანმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალსა და პერსპექტივებს. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლოდ აჭარაში ბავშვთა შორის ფეხბურთის საერთაშორისო ჩემპიონატის გამართვა. აღნიშნული მიმართულებით დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც აპირებენ. ყატარის პრინცესა რეგიონში მეორედ იმყოფება.