02, ივლისი 2021 11:53:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
შეგახსენებთ , რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიება დასრულდა. სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს. პოლიცია "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს.