01, ივლისი 2021 11:49:00
TikTok-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პლატფორმიდან 62 მილიონამდე ვიდეო წაშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კომპანიამ ვიდეოების წაშლის გადაწყვეტილება დაწესებული ნორმების დარღვევის გამო მიიღო. 7 მილიონზე მეტი ანგარიში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებს ეკუთვნოდათ.
წაშლილი ვიდეოებიდან დაახლოებით 8.5 მილიონი აშშ-დან იყო ატვირთული.