18, ივნისი 2021 21:05:00
ცხოველების ფეკალიებით დაბიძნურებული რეკრეაციული ზონები და დისკომფორტი, რომელზეც ქალაქის სტუმრები და ადგილობრივები საუბრობენ. ბათუმში, თითქმის ყველა პარკში ერთი და იგივე მდგომარეობაა. მეპატრონეებს ძაღლები გაჰყავთ, ასეირნებენ, თუმცა გარემოზე ნაკლებად ფიქრობენ. შესაბამისად, ტერიტორიები ფეკალიებით ბინძურდება. ვისი პასუხისმგებლობაა არსებული რეალობა? მოქალაქების თუ უწყების, რომელსაც კონტროლის ვალდებულება აქვს?
ბაბა ორი წლისაა. ნინოსა და ლინდას ოთხფეხა მეგობარი ბათუმის ცენტრალურ პარკში ხშირად დაჰყავთ. ამბობენ, რომ დროის დიდ ნაწილს აქ ატარებენ. იმისთვის, რომ ფეკალიებით გარემო არ დააბინძურონ, მეპატრონე თან პოლიეთილენის პარკს ატარებს.
ლინდას და ნინოს მსგავსად, სავარაუდოდ ბევრი არ იქცევა. ამაში პარკში გავლაც მარტივად დაგარწმუნებთ. აქ ასეთ მდგომარეობას ბევრ ადგილას შეხვდებით. ის, ვინც საპირისპიროდ იქცევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. პრობლემაზე საუბრობენ ისინიც, ვინც რეკრეაციულ ზონაში სასეირნოდ გამოვიდნენ. ამბობენ, რომ დაბინძურებული გარემო დისკომფორტს უქმნით.
ვისი პასუხისმგებლობაა ცხოველების ფეკალიებით დაბინძურებული გარემო? ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ძაღლის მოვლის კულტურა უნდა ამაღლდეს. გვანცა შავიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ცხოველის მიერ გარემოს დაბინძურებაზე კონტროლს შპს „ ბათუმის სანდასუფთავება“ ახორციელებს. კანონდამრღვევი 50 ლარით ჯარიმდება. როგორც აღმოჩნდა, მერიამ მიმდინარე წელს სანქცია არავის დააკისრა. ორგანიზაციაში სატელევივიზიო კომენტარი არ გააკეთეს, მივიღეთ მხოლოდ წერილობითი პასუხი:
როგორც აღმოჩნდა პრობლემა ბათუმის მერიისთვის აქტუალური არ არის, ან თვითმართველობის წარმომადგენლები ფეკალიებს ვერ ამჩნევენ, ამ დროს კი კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩება.