20, მაისი 2021 12:51:00
ყველაფერი COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. გადაცემები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მზადდება. დღევანდელი ეთერით ვასრულებთ გადაცემების ციკლს. ამ ეთერში, შევეცდებით, გავაბათილოთ ყველა ის მითი, რაც ვაქცინის ირგვლივ არსებობს. ჩემი თანაწამყვანის, ექიმი თერაპევტის, სოფიო ბერიძის დახმარებით მოგაწოდებთ, არსებული მითების საპირწონედ, ფაქტებზე დამყარებულ, სწორ ინფორმაციას. კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დაწყებას, საზოგადოების დიდი ნაწილი სიხარულით შეხვდა. სამწუხაროდ, ვაქცინებისა და მათი შექმნის ირგვლივ ბევრი ცრუ ინფორმაციაა გავრცელებული, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია მითების გამიჯვნა ფაქტებისგან. მაშ ასე, მეხუთე გადაცემის სახელწოდებაა - კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, მითები და ფაქტები.