17, მარტი 2021 16:30:00
ტური “TV25“-ში. სკოლა „ნიკეს“ მე-7 კლასის მოსწავლეები ჩვენს მაუწყებელს სტუმრობდნენ. მოზარდებმა ტელევიზიის სტუდიები დაათვალიერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ბავშვები, ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს, საინფორმაციო სამსახურის უფროსი პასუხობდა. კომპანიაში, ტურში მონაწილეობის მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეუძლით.