01, მარტი 2021 15:07:00
„ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის ოფიციალური მიმოწერაც, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხებოდა.
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანა ისევ მკაცრი რეგულაციების დაწესების წინაშე დადგეს.
„ჩვენ ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რომ ვაქცინა კვლავ არ გვაქვს და ამ პირობებში ქვეყანა იხსნება დაუხვეწავი რეგულაციებით. კიდევ ერთხელ ხელისუფლება ამით ამზადებს ქვეყანას მესამედ ჩასაკეტად. სასწრაფოდ მოვუწოდებ მინისტრს, დატოვოს თანამდებობა და მოვითხოვთ, უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.