13, ნოემბერი 2020 10:17:00
ალბათ ბევრს გახსოვთ 2003 წელს გამოსული კოლუმბიური სერიალი, "ფარული ვნება". ესპანურენოვან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროდიუსერებმა ტელენოველის მეორე სეზონის გადაღება დაიწყეს.
ამას ადასტურებს ტელენოველის ერთ-ერთი მსახიობი, მიშელ ბრაუნი (ფრანკო რეიესის როლის შემსრულებელი). იგი არგენტინულ პორტალ FórmulaTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალი 17 წლის შემდეგ, ტელეეკრანებზე დაბრუნდება.
მეორე სეზონში თავად ბრაუნის გარდა ყველა მსახიობს ვიხილავთ, რომელიც 2003 წელს თამაშობდა სერიალში. ის ამბობს, რომ ამჟამად სხვა პროექტებითაა დაკავებული და არ სურს "ფარული ვნების" გაგრძელებაში მონაწილეობა. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ამჟამად უცნობია.
წყარო:tabula.ge