26, ოქტომბერი 2020 17:16:00
ბათუმის „შავი ზღვის მოლში“ კომპანია „AromaProduct”-ისა და “Georgia`s Natural“-ის მიერ წარმოებული ორგანული, 100%-ით სუფთა პროდუქტების მაღაზია გაიხსნა.“Georgia`s Natural“-ი, თავისი ბიომეურნეობიდან, ცივი დაწურვის მეთოდით ამზადებს ხილისა და ბოსტნეულის სუფთა წვენს შაქრის, წყლისა და დანამატების გარეშე. ამზადებენ სოუსებს, კონსერვებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, გაყინულ ხილს. ერთი სიტყვით, კომპანია ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ.