12, ოქტომბერი 2020 22:11:00
ხვალ, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე გამოცება “ბათუმელების” მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება.
მედიასაშუალებების წარმომადგენლები მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტს გააპროტესტებენ.
ხელვაჩაურის მერმა "ბათუმელების" ჟურნალისტს კრიტიკული შეკითხვების გამო აგინა და დაემუქრა. გამოცემამ მუქარის შემცველი აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა.