10, სექტემბერი 2020 21:40:00
ოპოზიცია, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, kfw პროექტის შეჩერების გამო აკრიტიკებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არჩილ ჩიქოვანს არ უნდა მიეღო. საუბარია ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. გათვალისწინებული 60 მილიონი ევრო, კოვიდ 19-თან ბრძოლას მოხმარდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტი ფუჭად გაიფლანგება. მმართველ გუნდში ოპონენტის განცხადებას წერილობით გამოეხმაურნენ. განმარტეს, რომ პროექტის მე-5 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები 2021 წლიდან უნდა დაიწყოს და მისი განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება.