09, სექტემბერი 2020 20:38:00
თუ გსურთ, მუქი კანისფერი დიდი ხნით შეინარჩუნოთ ან აქერცლილ ადგილებს სწორად უმკურნალოთ, ამისათვის 5 ეფექტურ მეთოდს უნდა მიმართოთ:
1. გრილი შხაპის მიღება - როგორც წესი, ცხელი წყალი კანს აშრობს და აქერცვლისკენ უფრო მიდრეკილს ხდის. გრილი წყალი კი პირიქით, ავიწროებს ფორებს, ნაკლებად აშრობს კანს და არ აღიზიანებს მას.
2. ჩვეულებრივზე მეტად დატენიანება - კანის აქერცვლის საპრევენციოდ შხაპის მიღების შემდეგ ტანის სპეციალური ლოსიონით დატენიანება ფაქტობრივად, აუცილებლობას წარმოადგენს. უმჯობესია, ლოსიონი ყოველდღიურად გამოიყენოთ, რათა გამოშრობის პროცესი თავიდან აიცილოთ.
3. რუჯის არსებობის მიუხედავად, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება - თუ სასურველი ფერი უკვე მიიღეთ, თუმცა მისი შენარჩუნების მიზნით პერიოდულად მზეს ეფიცხებით, დამცავის გამოყენება მაინც რეკომენდებულია, რადგან შესაძლებელია, დამწვრობა მივღოთ და კანმა სწრაფად დაიწყოს აქერცვლა.
4. აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის დექსპანთენოლით დატენიანება - თუ კანმა აქერცვლა უკვე დაიწყო, წესი N1-ია, მყისიერად არ გაიკეთოთ ქიმიური პილინგი. უმჯობესია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაელოდოთ კანს, გაფერმკრთალებისა და აქერცვლის პროცესი თავად გააგრძელოს და მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩარიოთ აღნიშნული კოსმეტოლოგიური პროცედურა.