02, სექტემბერი 2020 19:56:00
სასჯელის შიში, ტყუილის ყველაზე ხშირი მიზეზია. დაცინვის შიში, როცა მშობლები ინტონაციაში ირონიულ ნოტს იჭერს, პატარა უარყოფს იმას, რაც დიდებისთვის სასაცილოა.
უფროსებმა არ იციან, რომ ბავშვის ტყუილსა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფე ზღვარია.როგორ განვასხვაოთ უწყინარი ფანტაზია ტყუილისგან და რა არის ამ უკანასკნელის მიზეზი? სასჯელის შიში, არასწორი აღზრდა თუ სხვა რამ? იმის გასარკვევად, ფანტაზიორობს პატარა თუ ტყუის, შეეცადეთ გააანალიზოთ მისი საქციელის მოტივაცია.
ბავშვებს, რომლებიც სიმართლეს ფანტაზიით ნიღბავენ, როგორც წესი, აქვთ ცოცხალი ტემპერამენტი, რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს, შეეგუონ ყოველდღიურობას და მოწყენილობას. მათი წარმოსახვა გამუდმებით ქმნის ალტერნატიული რეალობის სხვადასხვა სცენარს, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა მოდელს.